მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთმა აშშ-ის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

აშშ-ჩინეთი

გეოპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავების ფონზე, ჩინეთის მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა, რომელიც ქიმიური ელემენტის, სტიბიუმის (51-Sb) ექსპორტის შეზღუდვას მოიცავს.

სტიბიუმი იშვიათი ქიმიური ელემენტია, რომელსაც ყველაზე დიდი მოცულობით ჩინეთი აწარმოებს, აშშ-ის თავდაცვის სექტორი კი სწორედ ჩინურ პროდუქციაზეა დამოკიდებული. საქმე ისაა, რომ სტიბიუმი კრიტიკული მნიშვნელობის ელემენტს წარმოადგენს ინფრაწითელი რაკეტების, ბირთვული იარაღის, ღამის ხედვის ხელსაწყოების, ბატარეების, ფოტოვოლტაიკური დანადგარების და ტყვია-წამლის წარმოებაში.

სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ჩინეთის მიერ სტიბიუმის ექსპორტის შეზღუდვა მკვეთრად გააძვირებს ზემოხსენებული პროდუქციის წარმოებას, რადგან მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო საწარმოო შესაძლებლობები არცერთ სხვა სახელმწიფოს არ აქვს.

მხოლოდ გასულ წელს აშშ-მა 22,000 ტონა სტიბიუმი მოიხმარა, ამ მოცულობის 63% კი ჩინეთიდან იყო იმპორტირებული.

ჩინეთის მთავრობის განცხადებით, შეზღუდვის დაწესების მიზანი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე მეტ იშვიათ მინერალს და ქიმიურ ელემენტს აწარმოებს, რომელსაც დასავლური სახელმწიფოები როგორც სამხედრო, ასევე სამომხმარებლო მიმართულებით იყენებენ, ექსპორტის შეზღუდვა კი ჩინეთის მხრიდა დაწესებულ საკმაოდ მკაცრ სანქციას წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები