მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთმა ბანკებისთვის სავალდებულო რეზერვის მოცულობა შეამცირა

ჩინეთის ცენტრალური ბანკი

გართულებული გეოპოლიტიკური ვითარების და ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების ფონზე, ჩინეთის ცენტრალურმა მარეგულირებელმა ორგანომ კომერციული ბანკებისთვის მინიმალური სავალდებულო რეზერვის მოცულობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

კორექციის მოცულობამ 0.25 პროცენტული პუნქტი შეადგინა და ბუფერის ზომა 7.4%-ით განისაზღვრა.

ამ ქმედების მიზანი ეკონომიკური აქტივობის წახალისებაა, ვინაიდან, დაბალი სარეზერვო განაკვეთის პირობებში ბანკების სესხებს უფრო მარტივად გასცემენ, მომხმარებელს მეტის ხარჯვის სურვილი უჩნდება; მეწარმეები და ბიზნესები უფრო მარტივად ახერხებენ კაპიტალის მოზიდვას და გაფართოებას; ინვესტორები კი შედარებით სარისკო პროექტებსა და სტარტაპებში თანხის დაბანდებისგანაც ნაკლებად იკავებენ თავს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ინოვაციასა და ტექნოლოგიურ პროგრესს.