მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთმა COVID-პასპორტების გაცემა დაიწყო

6048bc943f649
ნათია თაქთაქიშვილი
10.03.21 19:56
750
ჩინეთმა ჯანმრთელობის სერტიფიკატების ანუ COVID-პასპორტების გაცემა დაიწყო, სადაც ასახულია ინფორმაცია პირის ვაქცინაციის და კორონავირუსის ტესტის პასუხის შესახებ. აღნიშნული სერტიფიკატი ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივი ტურისტებისათვის გაიცემა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, აღნიშნული სერტიფიკატი ჩინეთის მოქალაქეებისთვის ელექტრონულად, ჩინური სოციალური პლატფორმის WeChat-ის საშუალებითაც არის ხელმისაწვდომი.

The Guardian-ი წერს, რომ სერტიფიკატის აღება მოქალაქეებისთვის ნებაყოფლობითია და ის მსოფლიოში პირველ „COVID-პასპორტად“ მიიჩნევა.

მსგავსი ზომების მიღებას განიხილავენ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთშიც. ევროკავშირი კი, ვაქცინაციის „მწვანე პასპორტზე“ მუშაობს, რომელიც მოქალაქეებს EU-ის წევრ ქვეყნებს შორის და საზღვარგარეთ მოგზაურობის შესაძლებლობას მისცემს.

ჩინეთის მიერ გაცემული დოკუმენტი დაშიფრულ QR კოდსაც მოიცავს, რომელიც თითოეულ ქვეყანას საშუალებას აძლევს, მოგზაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღოს.

ჩინეთში QR კოდს აქტიურად იყენებენ მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. კერძოდ, საზოგადო ტრანსპორტსა და საჯარო თავშეყრის ადგილებზე მოხვედრა მხოლოდ QR კოდის გადამოწმების შემდეგ არის შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები