მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთმა ფილიპინების მახლობლად სადავო კუნძული დაიკავა - Financial Times

ფილიპინები

"გასულ თვეს ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ფილიპინების ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზიდან რამდენიმე კილომეტრში, სადავო რიფი დაიკავა და ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების რისკი გაზარდა", - ამის შესახებ Financial Times წერს.

სახელმწიფო მაუწყებელ CCTV-ის სამხედრო არხზე გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთის სანაპირო დაცვამ სენდი-ქეიზე "საზღვაო კონტროლი განახორციელა და სუვერენული იურისდიქცია დაამყარა". მათივე ცნობით, საზღვაო ოფიცრებმა ადგილზე ჩინური დროშა გაშალეს, რითაც სპარტლის კუნძულების რიფზე სუვერენიტეტი გამოაცხადეს.

ეს მრავალი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პეკინმა, რომელიც სამხრეთ ჩინეთის ზღვას თითქმის სრულად თავის საკუთრებად მიიჩნევს, ოფიციალურად აღმართა დროშა მანამდე დაუკავებელ ტერიტორიაზე.

მიუხედავად იმისა, რომ თავად ტერიტორია 200 კვადრატულ მეტრს იკავებს, მას ჩინეთისთვის სტრატეგიული ღირებულება აქვს, რადგან, საერთაშორისო სამართლით მას ტერიტორიული ზღვის სტატუსი აქვს. ამასთან, ეს ტერიტორია კვეთს ტიტუს კუნძულებსაც, რომელსაც ფილიპინები ჩინეთის მოძრაობის დასაზვერად იყენებს.

პეკინის მიერ სენდი-ქეიზე გამოცხადებული სუვერენიტეტი აჩენს რისკს, რომ ჩინეთის მიზანი დაუსახლებელი რიფებისა და სანაპიროების ათვისებაა. წლების განმავლობაში ფილიპინებმა სანაპირო კონტროლი სწორედ ამის გამო გააძლიერა და სენდი-ქეიზე გამოძიებისთვის სამეცნიერო ჯგუფიც გაგზავნა.

ჯერჯერობით არ არსებობს ჩინეთის მიერ სენდი-ქეის ოკუპაციის ან მასზე კონსტრუქციების ნიშნები. როგორც ცნობილია, დროშის აღმართვის შემდეგ, ჩინურმა სანაპირო დაცვამ ტერიტორია დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები