მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთმა კინოს ბილეთების გაყიდვიდან ერთ დღეში $400,000 მიიღო

5f15934b7014d
ნათია თაქთაქიშვილი
20.07.20 19:04
783
ჩინეთმა კინოს ბილეთების გაყიდვიდან ერთ დღეში $400,000 შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ჩინეთის ფილმების ადმინისტრაციის განცხადებით, კინოთეატრებმა რომელიც ნაკლებად სარისკო ადგილებშია განლაგებული, ოპერირება, უსახფრთხოების ნორმების დაცვით, ორშაბათიდან განაახლეს. დამსწრე საზოგადოებას მოეთხოვება, გამოიყენოს ნიღბები და დარბაზში შესვლამდე გაიზომონ ტემპერატურა.

თავის მხრივ, კონოთეატრებმა დარბაზები 30 პროცენტზე მეტით არ უნდა დატვირთონ; ასევე, აკრძალულია კინოთეატრებში საკვების და სასმელის მიღება.

გამოცემის მიხედვით, ჩინეთმა შარშან კინოგაქირავებიდან 9 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. აღსანიშნავია, რომ მას მხოლოდ ამერიკა უსწრებს.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო,  ჩინეთში კინოთეატრები 6 თვის განმავლობაში დახურული იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები