მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთმა ნედლი ნავთობის იმპორტი 10-წლიან მინიმუმამდე შეამცირა

ნავთობი

2026 წლის ივნისში ჩინეთში ნედლი ნავთობის იმპორტი მკვეთრად შემცირდა და თითქმის ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე ჩამოვიდა. არსებული ინფორმაციით, წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 41%-ითაა შემცირებული და 29.27 მილიონ ტონას შეადგენს, რაც 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ მაისის თვესთან შედარებით იმპორტი 12%-ით არის შემცირებული.

Bloomberg-ის ცნობით, შესყიდვების კლება სპარსეთის ყურეში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა და შიდა მოთხოვნის მკვეთრმა შენელებამ გამოიწვია. ივნისის თვეში იმპორტის შემცირება პირდაპირ დაუკავშირდა აშშ-სა და ირანს შორის დარღვეულ ზავს და ჰორმუზის სრუტეში სამხედრო მოქმედებების განახლებას. იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთის ნავთობის შესყიდვების დაახლოებით ნახევარი ახლო აღმოსავლეთზე მოდის, რეგიონში დაძაბულობის ახალი კერის გაჩენამ ქვეყანაზე პირდაპირი გავლენა იქონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები