მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყვიტა

ელექტროენერგია

ჩინეთმა განუსაზღვრელი ვადით რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი სრულად შეწყვიტა, რაც ორ ქვეყანას შორის არსებულ სატარიფო უთანხმოებას უკავშირდება.

რუსული სახელმწიფო ენერგოჰოლდინგის, Inter RAO-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის მხრიდან შესყიდვები 2026 წლის იანვრიდან ნულამდე შემცირდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა ექსპერტებისთვის, რადგან წლების განმავლობაში რუსეთი ჩინეთისთვის ენერგიის ერთ-ერთი სტაბილური მიმწოდებელი იყო, განსაკუთრებით შორეული აღმოსავლეთის რეგიონიდან.

ამ ნაბიჯის მთავარ მიზეზად ჩინეთის შიდა ენერგეტიკული ბალანსის ცვლილება და ფასებთან დაკავშირებული უთანხმოება სახელდება. როგორც ჩანს, რუსეთში შიდა მოხმარების ზრდამ და ექსპორტზე დაწესებულმა ახალმა საბაჟო ტარიფებმა რუსული ელექტროენერგიის ფასი ჩინური ბაზრისთვის ნაკლებად კონკურენტუნარიანი გახადა, ხოლო მაღალ ფასად პეკინს რუსული დენის ყიდვა აღარ სურს.

ექსპერტების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიის ექსპორტი რუსული ენერგეტიკული სექტორის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს, ჩინეთის ეს გადაწყვეტილება მაინც სერიოზულ გეოპოლიტიკურ დარტყმას წარმოადგენს, რადგან ის ცხადყოფს, რომ ჩინეთის გარეშე რუსეთის ეკონომიკას სერიოზული პრობლემები შეიძლება შეექმნას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები