მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთმა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი 44.3%-ით გაზარდა

lng

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ჩინეთმა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი წლიურ ჭრილში 44.3%-ით გაზარდა. შესყიდვების მოცულობამ 7.19 მილიონი ტონა შეადგინა.

ჩინეთის საბაჟოს გენერალური ადმინისტრაციის მონაცემებით, მიწოდებული რესურსის ფინანსური ღირებულება 38.5%-ით გაუმჯობესდა და $3.92 მილიარდს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ სექტემბერში პეკინმა აგვისტოსთან შედარებით რუსული თხევადი გაზის შესყიდვები გააორმაგა და ქვეყანაში 1.85 მილიონი ტონა პროდუქცია შეიტანა.

რაც შეეხება ჩინეთის ბაზარზე მომწოდებლების განაწილებას, არსებული მაჩვენებლებით რუსეთი ქვეყნის უმსხვილეს ექსპორტიორებს შორის მეორე ადგილს იკავებს. საანგარიშო პერიოდში პირველ პოზიციაზე კვლავ ავსტრალია დარჩა, თუმცა 2025 წლის ცხრა თვესთან შედარებით მისი ექსპორტი 1.1%-ით, 15.01 მილიონ ტონამდე შემცირდა.

მესამე ადგილზე მალაიზია გავიდა, რომელმაც ჩინეთში მიწოდება 26.1%-ით გაზარდა და 6.2 მილიონ ტონამდე აიყვანა. პარალელურად, კატარიდან იმპორტი 65.5%-ით დაეცა და 4.88 მილიონ ტონას გაუტოლდა, ხოლო ინდონეზიიდან შესყიდვები 22.8%-ით, 2.46 მილიონ ტონამდე შემცირდა.

ამას გარდა, ცხრა თვის განმავლობაში კლება დაფიქსირდა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებითაც, საიდანაც ჩინეთმა 11%-ით ნაკლები, 231,180 ტონა თხევადი აირი შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი რუსული თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვებს წინა წლებშიც სტაბილურად ზრდიდა. კერძოდ, პეკინმა მოსკოვიდან ამ რესურსის იმპორტი 2024 წელს 3.3%-ით, ხოლო 2025 წელს 18.2%-ით გააფართოვა და წლიური მოცულობა 9.79 მილიონ ტონამდე გაზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები