ჩინეთის სახალხო ბანკმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთები კვლავ უცვლელად დატოვა. ერთწლიანი სესხების საპროცენტო განაკვეთი 3%-ზე შენარჩუნდა, ხოლო ხუთწლიანი სესხებისთვის აღნიშნული მაჩვენებელი კვლავ 3.5%-ს შეადგენს.
ეს გადაწყვეტილება ბაზრის მოლოდინებს სრულად შეესაბამება და ეს უკვე რიგით მეთერთმეტე თვეა, როცა ცენტრალური ბანკი ასეთ გადაწყვეტილებას იღებს.
საპროცენტო განაკვეთების სტაბილურობა იმაზე მიუთითებს, რომ ოფიციალური პეკინი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერასა და სისტემური რისკების მართვას შორის ბალანსის პოვნას ცდილობს.
ამასთან, ეკონომიკური ზრდის ტემპი სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს რჩება, რაც ჩინეთის სახალხო ბანკს აძლევს შესაძლებლობას, თავი შეიკავოს ფართომასშტაბიანი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებისგან.
ცნობისთვის, ჩინეთის საპროცენტო განაკვეთების (LPR) მოცულობას ყოველთვიურად ქვეყნის ცენტრალური ბანკი კომერციული ბანკებისგან მიღებული მონაცემების საფუძველზე განსაზღვრავს. ეს მაჩვენებელი ჩინეთში კორპორაციული და იპოთეკური სესხების ღირებულებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს.




























