ვიდრე მსოფლიო ინტერნეტის 5G ტექნოლოგიის სრულად ათვისებას ცდილობს, ჩინეთმა 0.5-დან 115 გეგაჰერც სიხშირემდე მოქმედი 6G ჩიპი წარადგინა. მისი შემქმნელები აცხადებენ, რომ მისი სიჩქარე წამში 12.5 გეგაბაიტი იქნება.
ახალი თაობის ჩიპი ქმნის ისეთი ტრანსფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებას, როგორიც რეალურ დროში ჰოლოგრაფული გამოსახულების მქონე კომუნიკაციაა. 6G-ს ავტორები ასევე მიიჩნევენ, რომ ახალი ჩიპი ხელოვნური ინტელექტისა და უახლესი ავტომატური სისტემების განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
პეკინგისა და ჰონკონგის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩიპის შექმნის მიზანი არამარტო ტექნოლოგიური განვითარება, არამედ მოსახლეობისა და ინტერნეტის მეტად დაახლოებაა. ისინი იმედოვნებენ, რომ გლობალურ ქსელზე წვდომა მიუდგომელ რეგიონებსა და სოფლებში მცხოვრები ადამიანებისთვის გაიზრდება.
ჩინური უნივერსიტეტების მიერ 6G ჩიპის შექმნა მიანიშნებს, რომ ტელეკომუნიკაციების სფეროში აზიური ზესახელმწიფო გლობალური ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით მსოფლიოს საკუთარ წესებს კარნახობს.




























