მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში 2017 წლიდან აკრძალული WhatsApp-ი უეცრად ამუშავდა

WhatsApp

ჩინეთში, როგორც ცნობილია, ჩინეთის დიდი ციფრული კედელი მოქმედებს, რომლის გამო, ქვეყანაში უცხოური აპლიკაცია იზღუდება.

აკრძალული აპლიკაციების ჩამონათვალში WhatsApp-იც ხვდება, რომელიც ჩინეთის კომუნისტურმა მთავრობამ ჯერ კიდევ 2017 წელს აკრძალა. თუმცა, როგორც ბოლო დროს გახდა ცნობილი, მარკ ზაკერბერგის ჰოლდინგში შემავალი პლატფორმა უეცრად ამუშავდა და პეკინსა და შანხაიში მცხოვრები მომხმარებლები, რომლებიც WhatsApp-ის სერვისებს, ამ დრომდე, VPN-ების დახმარებით იყენებდნენ, შეტყობინებების გაცვლას ჩვეულებრივად ახერხებენ. WhatsApp-ისგან განსხვავებით, Telegram-ისა და Instagram-ის გამოყენება ჩინეთში ახლაც შეუძლებელია.

დადგენა იმისა, თუ კონკრეტულად რამდენმა ადამიანმა მიიღო წვდომა WhatsApp-ის სერვისებზე, შეუძლებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ამერიკული აპლიკაციის შეზღუდვების გარეშე გამოყენება ზოგიერთმა მომხმარებელმა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.

მართალია, ასეთი ხარვეზები ჩინეთის დიდი ციფრული კედლის სტრუქტურაში ხშირად ხდება, მაგრამ ორკვირიანი პერიოდი, მართლაც დიდია. საერთო ჯამში, WhatsApp-ის აპლიკაციას ჩინეთში რამდენიმე მილიონი ადამიანი იყენებს, როცა WhatsApp-ის ჩინური ანალოგის, Tencent-ის შვილობილი WeChat-ის მომხმარებელთა რაოდენობა მილიარდს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები