ჩინეთის მთავრობა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ფულის ჩასხმას განაგრძობს. ამჯერად ქვეყანაში ახალი საინვესტიციო ფონდის იქმნება, რომლის საწყისი კაპიტალი 14 მილიარდი დოლარი იქნება.
ფონდის მართვაზე პასუხისმგებლობას China Reform Holdings-ი აიღებს და უმსხვილეს ინვესტორებს შორის ჩინური სახელმწიფო ორგანოები და კომპანიები იქნებიან.
ახალი ფონდის მიზანი ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობა იქნება. მათ შორის, ინვესტიცია განხორციელდება: ხელოვნური ინტელექტის, ენერგეტიკის, ბიოტექნოლოგიისა და კოსმოსის შესწავლის მიმართულებით.
აღნიშნული 14 მილიარდი დოლარი თითქმის სრულად მოხმარდება სამეცნიერო პროექტების დაფინანსებას. როგორც მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, ჩინეთი მაღალტექნოლოგიურ ზესახელმწიფოდ უნდა იქცეს, რისთვისაც აუცილებელია, რომ მთავრობამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ინოვაციური პროექტების განხორციელებას.
ტექნოლოგიური ინდუსტრიის მიმართ ჩინეთის გააქტიურება პირდაპირ კავშირშია ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობის გაუარესებასთან. პრეზიდენტ ტრამპის პერიოდში დაწყებული სავაჭრო ომიდან მოყოლებული, ჩინეთი აქტიურად ცდილობს ტექნოლოგიურ ფრონტზე ლიდერობის მოპოვებას და გლობალურ ასპარეზზე ამერიკის შეერთებული შტატების ჩანაცვლებას.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.