მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში Apple-ის გაყიდვები იზრდება

Apple

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Apple-ის მიერ სექტემბერში გამოშვებული ფლაგმანური ტელეფონის, iPhone 17-ის გაყიდვები ჩინეთში კვლავ იზრდება.

Counterpoint-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მე-17 სერიის iPhone-ების გამოსვლიდან პირველ თვეში კომპანიის მიერ გაყიდული ტელეფონების 80% სწორედ iPhone Air-ზე, iPhone 17-ზე, iPhone 17 Pro-სა და iPhone 17 Pro Max-ზე მოდიოდა. ამასთან, კომპანიამ ჩინეთის ბაზრის 25%-ის ათვისება შეძლო. აღსანიშნავია, რომ ამ მოცემულობით Apple-ის გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით გაიზარდა.

როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, ახალი მოდელის გაყიდვების ზრდა განახლებული დიზაინით, ახალი თაობის ჩიპითა და გაგრილების უნიკალური სისტემითაა განპირობებული.

ამასთან, ბოლო კვარტალში დაინტერესება ურბანულ რეგიონებში განსაკუთრებით გაიზარდა, რამაც, ექსპერტების შეფასებით, ხელი შეუწყო დადებითი კვარტალური შედეგების მიღწევას. აღსანიშნავია, რომ Apple-ისთვის გასული რამდენიმე კვარტალი პრობლემური იყო. ბაზარზე კონკურენციის ზრდის მიღმა, სახელდებოდა კომპანიის მიერ ახალი დიზაინის არარსებობა, რაც ბევრ მომხმარებელს უქრობდა განახლებული პროდუქტის ყიდვის სურვილს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები