მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში ახალი ელექტრომობილების ფასები მკვეთრად ეცემა

64351fe114276
გიორგი თოლორდავა
11.04.23 13:36
11711
ჩინეთის მასშტაბით ახალი ელექტრომობილების ფასები მკვეთრად ეცემა. წლის დასაწყისიდან დღემდე ქვეყნის ბაზარზე წარმოდგენილი ავტომობილების დაახლოებით 20%-ის ღირებულება 1,500 დოლარზე მეტითაა შემცირებული, რაც ვარდნის უპრეცედენტო მაჩვენებელია.

ელექტრომობილების ფასების შემცირება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურენციის გაძლიერებაა. ჩინეთი ავტომობილების უმსხვილესი ბაზარია, შესაბამისად, მსოფლიოს თითქმის ყველა ავტომწარმოებლი კომპანიის მიზანი ამ ბაზარზე თავის დამკვიდრებაა, რისთვისაც მოგების მარჟების შემცირება ერთადერთ ალტერნატივად რჩება.

გარდა უცხოური კომპანიების მხრიდან მზარდი კონკურენციისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ელექტრომობილების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია ჩინური BYD-ია, რომელიც სახელმწიფო საგადასახადო შეღავათებით, გრანტებითა და სუბსიდიებით სარგებლობს. BYD-ის გარდა, ჩინურ ბაზარზე ათამდე სხვა ადგილობრივი კომპანიაცაა წარმოდგენილი, მათთან კონკურენციის გასაწევად კი დასავლურ, იაპონურ თუ კორეულ ბრენდებს ფასების შემცირება უწევთ.

ყველაზე მკვეთრად გაიაფებულ ელექტრომობილებს შორის პირველ ადგილს Toyota bZ4X იკავებს, რომლის ფასიც რამდენიმე თვეში დაახლოებით 30%-ით შემცირდა. საკუთარ პროდუქციას აიაფებენ გერმანული პრემიუმ ბრენდებიც, მათ შორის: BMW, Mercedes და Audi.

აღნიშნული ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, მსოფლიოს მასშტაბით ელექტრომობილების ხელმისაწვდომობის პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდება, რაც, საბოლო ჯამში, საქართველოზეც პოზიტიურად აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები