მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში ბანკის ყოფილ ხელმძღვანელს კორუფციისთვის თავისუფლების უვადოდ აღკვეთა შეეფარდა -  BBC

კორუფცია

ჩინეთში ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კორუფციის საქმის მონაწილე, ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს. სუ გუჯინის, რომელიც “ჩინეთის ბანკის” სამხრეთ ჩინეთის განყოფილების ხელმძღვანელი იყო 1993-2001 წლებში, თავისუფლების უვადოდ აღკვეთა შეეფარდა. მიზეზი 2.3 მილიარდი იუანის ($325 მილ) მითვისებაა.

აღნიშნული საქმე ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის ანტიკორუფციული პროგრამის ბოლო განვითარებაა, რომელიც ქვეყნის $60 ტრილიონ დოლარიან ფინანსურ ინდუსტრიაზეა კონცენტრირებული. პროგრამის ფარგლებში ჩინეთის არაერთი ბანკის ხელმძღვანელი დააკავეს ფინანსების მითვისებისთვის.

სასამართლო განცხადების თანახმად, “ჩინეთის ბანკის” ხელმძღვანელი, ორ თანამშრომელთან ერთად, სარგებლობდა ბუნდოვანი ხარვეზებით, რომლებიც სასესხო სისტემის მენეჯმენტში არსებობდა, და შემოსავალს ყალბი სესხებიდან იღებდა. აღნიშნულ თანამშრომლებს კი თავისუფლების 13 წლით აღკვეთა შეეფარდათ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკარგული 2 მილიარდი იუანიდან, დიდი ნაწილი სახელმწიფომ უკან ამოიღო. ბანკის ყოფილის ხელმძღვანელი კი სასჯელის გასაჩივრებას არ გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები