ჩინეთის მასშტაბით ეკონომიკური სირთულეები გრძელდება - ქვეყანაში დეფლაცია ფიქსირდება და წინა წელთან შედარებით მწარმოებელთა ფასების შემცირების მაჩვენებელი 2.2%-ს შეადგენს, რაც ბოლო 15 წლის მინიმუმია.
ინფლაციის ნეგატიური მაჩვენებლის დაფიქსირება იმის მაუწყებელია, რომ ქვეყნის მასშტაბით ქარხნების მიერ წარმოებულ პროდუქციაზე ფასები მცირდება, რაც ჩინეთის მსგავსი სახელმწიფოსათვის სასურველი მოცემულობა არ არის, რადგან ფასების შემცირება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას იწვევს, ჩინეთის მთავრობას კი მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იან წლიურ ზრდაზე აქვს გათვლები გაკეთებული.
დეფლაციის განმაპირობებელ მიზეზებს შორის უმთავრესი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და ქვეყნის მასშტაბით გაძვირებული კრედიტია, რასაც განსაკუთრებით ართულებს იპოთეკურ სესხთან დაკავშირებით არსებული ვითარება და უძრავი ქონების სექტორში დაგროვილი რისკები.
ამასთან, აშშ-ის მთავრობამ ჩინეთს ახალი ტარიფები დაუწესა, რაც ჩინური პროდუქციის გაძვირებას უფრო მეტად პრობლემურს ხდის, რაც წარმოების სექტორს უდიდესი გამოწვევის წინაშე აყენებს.
აქვე, უნდა ითქვას, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) წლიურად 0.7%-ითაა შემცირებული, ანუ სამომხმარებლო ინფლაციის დონეც იკლებს, რაც ეკონომიკაზე დეფლაციურ ზეწოლას ამწვავებს.




























