მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთში გაათავისუფლეს მინისტრი, რომელიც 2 თვეა საჯარო სივრცეში არავის უნახავს

ჟუანგლონგი

ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გათავისუფლებულია ქვეყნის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიის მინისტრი, ჯინ ჟუანგლონგი.

უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ორი თვეა, რაც ეს პიროვნება საჯაროდ არ გამოჩენილია. უფრო მეტიც, ის მთავრობის დახურულ სხდომებსაც არ ესწრებოდა და განკარგულებებს ხელსაც არ აწერდა.

ჟუანგლონგის საეჭვო ვითარებაში გაუჩინარება და მისი გადაყენება, სავარაუდოდ, კორუფციის წინააღმდეგ მიმართულ გამოძიებას უკავშირდება, რომელიც პრეზიდენტმა სი ძინპინმა საჯარო მოხელეების წინააღმდეგ წამოიწყო.

ამ ეტაპზე, ანალოგიურ ვითარებაში გაუჩინარდნენ და თანამდებობიდან გათავისუფლდნენ: თავდაცვის, სოფლის მეურნეობის და საგარეო საქმეთა მინისტრები. დიდი ალბათობით, ჟუანგლონგი რიგით მეოთხე მინისტრია, რომელმაც იგივე ბედი გაიზიარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები