მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში ინფლაციის დონე მოსალოდნელზე მეტად შემცირდა

6409b14bf3192
გიორგი თოლორდავა
09.03.23 14:21
759
ჩინეთის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შენელების ტენდენცია ფიქსირდება. თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 1% შეადგინა, რაც 0.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე და ორწლიან მინიმუმს წარმოადგენს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციის დონეს, რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, აღნიშნული მაჩვენებელი 0.6%-იან ნიშნულზეა, ნაცვლად იანვარში დაფიქსირებული 1%-ისა.

წლიურ ჭრილში სასურსათო ინფლაცია 2.6%-ის ფარგლებშია, საწარმოო ფასების ინდექსის ზრდის მაჩვენებელი კი 1.4%-ს შეადგენს.

სტატისტიკის სამსახურის განმარტებით, წლიური ინფლაციის შემცირება ჩინეთის ეკონომიკური აქტივობის აღდგენითა და კოვიდრეგულაციების გაუქმებითაა განპირობებული.