მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში კინოთეატრებმა მხოლოდ გასულ კვირას $697 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს

602bc29d90215
ნათია თაქთაქიშვილი
16.02.21 21:25
756
პანდემიის მიუხედავად, ჩინეთის კინოთეატრები ოპერირების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდებიან. მათ გასულ კვირას იმაზე მეტი ბილეთი გაყიდეს, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ჩინეთის კინოთეატრების შემოსავალმა 697 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა გასულ კვირას, რაც 33%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ანალიტიკური პლატფორმა Citi-ი წერს, რომ ჩინეთში კინოთეატრებმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყეს და აჩვენეს, რომ მათზე მოთხოვნა ისევ ჯანსაღია, მიუხედავად იმისა რომ რეგულაციების მიხედვით, დარბაზების დატვირთვა 75%-ს არ უნდა აჭარბებდეს.

გამოცემა წერს, რომ კინოთეატრების გაზრდილმა შემოსავლებმა საერთაშორისო ბირჟებზე კომპანიის აქციებზე ფასები გაზარდა და ბოლო მონაცემებით, Alibaba Pictures-ის აქციების ღირებულებამ 35%-ით მოიმატა, iMax China-სი - 31%-ით, ხოლო Maoyan-ის 10%-ით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები