მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში ქათმის ნაწილების ექსპორტის დაწყებას ალბათ წლის ბოლოს შევძლებთ - "ჩირინა"

რეზო ვაშაკიძე

ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანია “ჩირინაში” აცხადებენ, რომ შესაძლოა, ჩინეთში პროდუქციის ექსპორტი მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყონ.

როგორც BMG-სთან კომპანიის დამფუძნებელი, რევაზ ვაშაკიძე აცხადებს, ჩინური მხარე მათი წარმოების და პროდუქციის შესამოწმებლად საქართველოში უკვე რამდენჯერმე იყო ჩამოსული და სიტყვიერად მათ ექსპორტის დაწყებაზე უკვე აქვთ თანხმობა.

ვაშაკიძის თქმით, კომპანია ახლა ჩინეთისგან ოფიციალური აკრედიტაციის მოლოდინშია. მისივე განცხადებით, ჩინეთში დიდი მოთხოვნა ძირითადად ქათმის ფეხებზეა.

“კომპანია “ჩირინა” აწარმოებს ქათმის ხორცს. აგრეთვე ჩვენ ვაწარმოებთ საინკუბაციო კვერცხს და ეს ორი პროდუქტი გაგვაქვს ექსპორტზე აზერბაიჯანსა და სომხეთში. ჩვენი კვერცხის წარმოების დაახლოებით 50% გადის ექსპორტზე და ხორცის დაახლოებით 25%. ეს რამდენიმე ათასი ტონაა წლიურად. ჩვენ ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ჩინეთის მთავრობასთან, რომ მივიღოთ აკრედიტაცია და ქათმის ხორცი გავიტანოთ ჩინეთში. ჩვენთან იყვნენ ჩამოსული, სიტყვიერად მივიღეთ [პასუხი], რომ აკრედიტაცია გავიარეთ და როდესაც ჩვენ მივიღებთ საბუთებს, შემდეგ ხელშეკრულება უნდა დავდოთ და მერე შეგვიძლია გავიტანოთ. ეს ძირითადად ეხება ქათმის ფეხების ექსპორტს. ჩინეთში დიდი მოთხოვნაა ამ პროდუქციაზე.

ალბათ წლის ბოლოს შევძლებთ [ჩინეთში პროდუქციის ექსპორტზე გატანას], იქ კიდევ ბევრი საკითხია გადასაწყვეტი, სამინისტრო როგორ გადაწყვეტს და ა.შ. [საქართველოს] მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა, პირდაპირი მოლაპარაკებები იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საქართველოდან დიდი დაინტერესება არის და ჩინეთმაც გამოავლინა ინტერესი, ჩვენთან იყვნენ უკვე სამჯერ ჩამოსულები და ექსპერტიზაც გაუკეთეს ჩვენს პროდუქციას”, - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები