მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში "ბადაგონის" ღვინის რეალიზების მაჩვენებელი პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა - სალაყაია

63ba7a239cf03
თათია კაკიაშვილი
09.01.23 10:10
846
ჩინეთში "ბადაგონის" მაღალი სეგმენტის ღვინის რეალიზების მაჩვენებელი პანდმიამდელ რიცხვებს დაუბრუნდა. ამის შესახებ ღვინის მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ BMGtv-ს რუბრიკა "თიბისი კონცეპტში" კომპანიის 2022 წლის საქმიანობის შეფასებისას განაცხადა. 

გიორგი სალაყაია ამბობს, რომ აზიის ერთ-ერთ დიდ ბაზარზე "ბადაგონის" ღვინოები პრემიუმ სეგმეტშია წარდგენილი და ქართული ღვინის მიმართ ინტერესი მზარდია. 

„პანდემიიდან გამომდინარე ჩინეთთან საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარეთ, ერთ-ერთი ყველაზე რთული ქვეყანა გამოდგა იმ რეგულაციებიდან გამომდინარე, რომელიც მათ დღემდე აქვთ. პრაქტიკულად დავუბრუნდით იმ პანდემიამდელ ნიშნულს, რა გათვლაც გვქონდა. გვყავს ძალიან კარგი პარტნიორი, შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ვართ, რომელიც ცენტრალურ და სამხრეთ ჩინეთში ვართ ქართული ღვინის სახით საკმაოდ ძვირად ღირებულ სეგმენტში ვართ წარმოდგენილი. ამ ქვეყანაში მთელი პორტფელით არ შევდივართ და ეს არცაა ჩვენს ინტერესში. ჩვენს პარტნიორებთან ერთად გვქონდა გათვლა, რომ პირველი ქართული ღვინო იმ სეგმენტს გაესინჯა, რომლებიც ამ აურაცხელი კონკურენციის პირობებში, რეალურად ღვინის მომხმარებლები არიან“, - განაცხადა გიორგი სალაყაიამ BMG-სთან და დასძინა, რომ "ბადაგონმა" ღვინის რეალიზება 2022 წელს როგორც აზიის ასევე ევროპის მიმართულებით გაზარდა. 

ქვეყანაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებლის "ბადაგონის" პარტნიორი საფინანსო სექტორში "თიბისი ბანკია" და როგორც "თიბისის" კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი ლევან შავკაციშვილი გადაცემა "თიბისი კონცეპტში" აღნიშნავს, წლების განმავლობაში თიბისი "ბადაგონის" ბიზნესის განვითარების მხდარდამჭერია.

შავკაციშვილის ინფორმაციით, ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა ღვინის მწარმოებლები ლოგისტიკური სირთულეების წინაშე დააყენა, თუმცა გამოწვევებში ახალი შესაძლებლობაც გაჩნდა და „ბადაგონმა“ ახალ ბაზრებზე პოზიციონირება გააძლიერა. გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, ბოლო 12 თვის განმავლობაში ქართულ ბაზარზე "ბადაგონის" გაყიდვების წილი გაორმაგდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები