მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩინეთში შევხვდით კერძო სექტორს, ჩამოვიტანეთ კონკრეტული წინადადებები, პროექტები და შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე“ - ნადარეიშვილი

ირაკლი ნადარეიშვილი

„მნიშვნელოვანი და ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი დავასრულეთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

ირაკლი ნადარეიშვილმა ის მიმართულებები გამოყო, სადაც ჩინეთთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

„განსაკუთრებით გამოვყოფდი საინვესტიციო მიმართულებებს, ენერგეტიკის, ავტოწარმოების, ტრანსპორტის და ლოგისტიკის მიმართულებით. გავმართეთ ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ჩამოვიტანეთ კონკრეტული წინადადებები, კონკრეტული პროექტები და თითქმის ყველა მიმართულებით შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე, რაც ძირითადად გამოიხატება ჩინური მხარის ჩართულობაში პროექტების დამუშავების, დეტალური შესწავლის და, საბოლოო ჯამში, ერთობლივი გადაწყვეტილებების განხორციელების მიმართულებით“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისივე თქმით, მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩინური დელეგაციების ვიზიტი იგეგმება.

„უახლოეს მომავალში საქართველოში სამუშაო ჯგუფებს ველოდებით სხვადასხვა კომპანიიდან და სექტორიდან, რათა სამუშაო პროცესი უკვე ადგილზე გავაგრძელოთ“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები