მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში წლიური ექსპორტი 7 წლის განმავლობაში პირველად შემცირდა - CNBC

ექსპორტი

2023 წელს ჩინეთის წლიური ექსპორტი, 7 წლის შემდეგ, პირველად დაეცა, მიუხედავად იმისა, რომ დეკემბრის თვეში გადაზიდვებმა მოლოდინს გადააჭარბეს - წერს CNBC.

გამოცემის ინფორმაციით, გასულ თვეს წლიურ ჭრილში ექსპორტი 2.3%-ით გაიზარდა, რაც ნავარაუდებ 1.7%-იან ზრდას აღემატებოდა. ამავე დროს, იმპორტი 0.2%-ით გაიზარდა, რაც Reuters-ის მიერ პროგნოზირებულ 0.3%-იან ზრდას მცირედით ჩამორჩება.

თუმცა 2023 წელს ჩინეთიდან პროდუქტის ექსპორტი, საერთო ჯამში, 4.6%-ით შემცირდა - ეს წლიური ექსპორტის შემცირების პირველი შემთხვევაა 2016 წლიდან, როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი 7.7% იყო. რაც შეეხება იმპორტს, გასულ წელს ის 5.5%-ით დაეცა, რაც 2020 წლის პანდემიის შემდეგ ასევე პირველი შემთხვევაა.

2023 წელს ჩინეთმა უმსხვილეს საერთაშორისო პარტნიორებთან ვაჭრობა შეამცირა, რაც საერთაშორისო ბაზარზე მათ პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირებით აიხსნება.

გასულ წელს ჩინეთის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები შენარჩუნდა. რაც შეეხება რუსეთს, ამ ქვეყანაში ჩინეთიდან ექსპორტი 47%-ით, იმპორტი კი 13%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები