მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთთან სახმელეთო გზით ტვირთბრუნვა 40%-ით არის გაზრდილი - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო

ტრანზიტი

საქართველო ჩინეთს შორის საერთაშორისო სახმელეთო სატვირთო გადაზიდვებისთვის გამოყოფილი კვოტა თითქმის სრულად არის ათვისებული, - ამის შესახებ bm.ge-თან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძე ამბობს, ქართველმა გადამზიდავებმა უფრო აქტიურად დაიწყეს ჩინეთის მიმართულებაზე მუშაობა და ამ მიმართულებით ტვირთბრუნვის ზრდის მოლოდინი არსებობს, რასაც წესით ყოველწლიურად არსებული კვოტის გადახედვა უნდა მოჰყვეს.

“ჩინეთის მიმართულებით ნებართვები პირველად გაიცვალა . 3 000 ნებართვა იყო წელს, რომლის ათვისებაც თითქმის უკვე მოხდა. მე ვიყავი ჩინეთში და ხელი მოვაწერეთ ორმხრივ შეთანხმებას, ისტორიული ფაქტია, რომ ეს კვოტები გაიზარდა. გადამზიდავები კმაყოფილები არიან და უკვე გვაქვს ტვირთბრუნვის 40%-იანი ზრდა. ქართველმა გადამზიდავებმა აქტიურად დაიწყეს ჩინეთში სიარული, ამიტომ ჩვენი გადამზიდავებისთვის ეს ზრდა იქნება ყოველწლიური, მე ამის მოლოდინი მაქვს. ახლა ჩინეთთან მხოლოდ სახმელეთო გზით 40%-იანი ზრდა გვაქვს,”- ამბობს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან გამყრელიძე.

როგორც ცნობილია, საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით, საერთაშორისო სახმელეთო სატვირთო გადაზიდვების კვოტები გაიზარდა. თუ 2024 წელს ორმხრივი ტრანზიტული ნებართვებისთვის 3000 ერთეული კვოტა იყო გამოყოფილი, მომავალი წლიდან ეს კვოტა 66%-ით გაიზრდება, 150%-ით იზრდება მესამე ქვეყანაში ან ქვეყნიდან ტვირთის ტრანსპორტირებისთვის გამოყოფილ კვოტა, რაც მიმდინარე წლისთვის 1000 ერთეულს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები