მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება აშშ-თან და ევროკავშირთან თანამშრომლობის ალტერნატივა არ არის. პირიქით, შემავსებელია - ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

“ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჩინეთის მთავრობას მადლობა გადაუხადა. როგორც მან "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლის განაცხადა ჩინეთის ხელისუფლებამ საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა და ამისთვის მადლობა გადაიხადა.

როგორც მან თქვა, „ქართული ოცნების“ გუნდი წლების მანძილზე ქმნიდა საფუძველს რომ ჩინეთთან ამ შედეგისთვის მიეღწიათ.

"საქართველო თანმიმდევრულად ვითარდება, მათ შორის, ძლიერდება მისი სტრატეგიული ეკონომიკური დატვირთვა. ისტორიულად, საქართველო ერთმანეთს აკავშირებდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპასა და აზიას. ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოვკვეთოთ საქართველოს როლი შუა დერეფნის პროექტში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩინეთის ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა. ეს არის შედეგი, რომლისთვისაც „ქართული ოცნების“ გუნდი და პირადად მე წლების მანძილზე ვქმნიდით საფუძველს.

აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება არ არის ალტერნატივა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის. პირიქით, ეს არის შემავსებელი ფაქტორი იმ საერთო თანამშრომლობისთვის, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში უნდა გაღრმავდეს. იმისათვის, რომ საქართველომ განავითაროს საკუთარი დამაკავშირებელი სავაჭრო-ეკონომიკური ფუნქცია, აუცილებელია თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ორივე მხარესთან - დასავლეთთან და აღმოსავლეთთან. დარწმუნებული ვარ, უკვე მომავალ წელს, საქართველოს ხელისუფლების ამ ძალისხმევას დასავლეთშიც დააფასებენ. დარწმუნებული ვარ, ყველა გაიაზრებს იმასაც, რომ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებით ჩვენ, ქართულ საქმესთან ერთად, მათი საქმეც გავაკეთეთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები