მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინურ კომპანიებს საკარანტინე სივრცედ საქართველოს ვთავაზობთ - ალავერდაშვილი

61793a6ae9c2a
დავით ჯალაღონია
27.10.21 21:40
1722
ჩინურ კომპანიებს, რომლებიც ევროპაში საქმიანობენ და საკარანტინე სივრცედ მესამე ქვეყანა სჭირდებათ, ვიდრე საკუთარ თანამშრომლებს სამუშაო ადგილებზე მიავლენენ, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელი შალვა ალავერდაშვილი საქართველოს სთავაზობს.

როგორც ალავერდაშვილი BMG-სთან საუბრისას განმარტავს, საქართველომ, როგორც სატრანზიტო ქვეყანამ, ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს და იმ ჩინური კომპანიების სამუშაო ძალას უმასპინძლოს, რომელიც ევროპაში მიემგზავრება და კარანტინის გავლა მესამე ქვეყანაში უწევს.

“ჩინური კომპანიების თანამშრომლებს, რომლებიც ევროპაში მუშაობენ, ლაპარაკია ინჟინრებზე, მესამე ქვეყანა სჭირდებათ, სადაც ისინი სამკვირიან კარანტინს გაივლიან, რომ ევროპაში შევიდნენ. ამისთვის მიმდინარეობს ამ ხალხთან მოლაპარაკება. ახლა ფრენებზე დაგვრჩა მოლაპარაკება და ეს ხალხი ჩამოვა საქართველოში, გაივლიან სამკვირიან კარანტინს და ჩვენგან მერე ევროპაში წავლენ. ამ ყველაფერს ის კომპანიები, დამსაქმებლები უზრუნველყოფენ, რომელთანაც ეს ხალხი მიდის. ეს არის ევროპული და ჩინური კომპანიების საერთო ოპერაცია და ჩვენ უნდა ვიყოთ მესამე ქვეყანა, რამენაირად უნდა ვეცადოთ, რომ ამ ტრაფიკის შუაში აღმოვჩნდეთ, ეს ხალხი ჩვენთან გავაჩეროთ, რომ ზამთარი გადავიაროთ”, - განმარტა შალვა ალავერდაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები