მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური ავტოკონცერნი NIO ქარხანას ჩიპების დეფიციტის გამო ხურავს

605de4287286f
ნათია თაქთაქიშვილი
26.03.21 20:25
1260
ჩინური ელექტრომობილების საწარმო NIO ქარხანას კომპიუტერული ჩიპების დეფიციტის გამო ხურავს. წინასწარი მონაცემებით, ქარხანა ხუთი დღის განმავლობაში იქნება დახურული. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

ამას გარდა, გამოცემა წერს, რომ კომპიუტერული ჩიპების დეფიციტის გამო, ავტოკონცერნი 5000 ავტომობილით ნაკლებს გამოუშვებს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში და 25,000 ავტომობილის ნაცვლად, ბაზარს 20,000 ავტომობილს მიაწვდის.

კომპიუტერული ჩიპების დეფიციტმა ავტოწარმოებაში პრობლემები შეუქმნა ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიც არის General Motors-ი, Ford-ი და Stellantis-ი. General Motors-ი და Ford-ი ინვესტორებს აფრთხილებენ, რომ თუკი კომპიუტერული ჩიპების დეფიციტი გაგრძელდება, ავტოკონცერნები 2021 წელს 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს დაკარგავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპიუტერული ჩიპების მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები კოვიდპანდემიითაა გამოწვეული. სამომხმარებლო ტექნიკაზე გაზრდილი მოთხოვნა და ჩიპების წარმოების პროცესის შეფერხება დეფიციტის უმთავრეს მიზეზებად სახელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები