მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური ავტომობილების იმპორტი 53.8%-ით გაიზარდა - TOP-5 იმპორტიორი

ჩინური მანქანები

2024 წლის 5 თვეში საქართველომ ჩინურ ავტომობილებში 18.5 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ეს მაჩვენებელი 8.5 მლნ აშშ დოლარი იყო.

ოფიციალურ სტატისტიკით, ზრდით ხასიათდებოდა გასული წელიც, რომელიც ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტის კუთხით რეკორდული იყო. 2023 წელს, საქართველოში ჩინეთიდან $22.2 მილიონის ღირებულების 1,767 ავტომობილი შემოვიდა, როცა ერთი წლით ადრე, ქართველებმა $13.7 მილიონის ღირებულების 1,439 ჩინური ავტომობილი შეიძინეს. გამოდის, რომ ერთ წელიწადში, იმპორტმა 62%-ით იმატა.

bm.ge დაინტერესდა, ვის შემოჰყავს საქართველოში ჩინური ავტომობილები. იმპორტიორი TOP-5 კომპანიის ჩამონათვალი ასეთია:

  • შპს ავტო გალერი - წილის 100% შპს თეგეტა მოტორსის საკუთრებაა;
  • შპს ევოტეკ ჯორჯია - კომპანიის წილის საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმაგი მოქალაქის, გიორგი ბაჩალიაშვილის საკუთრებაა, 33-33% ეკუთვნით ნიკოლოზ და კაბარე ჭიჭინაძეებს;
  • შპს ვიპ სერვისი - კომპანია სრულად ზურაბ თედოშვილის საკუთრებაა;
  • შპს ვოლტ ენერჯი - კომპანია საქართველოსა და ისრაელის ორმაგ მოქალაქეს, მორდეხაი მიხაელის ეკუთვნის;
  • შპს კავკასუს ავტომოტივი - კომპანია შპს თეგეტა მოტორსს ეკუთვნის. დირექტორი კი, რუსუდან გრძელიძეა.

ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ არის მოწოდებული, უწყება ჩამონათვალს შემთხვევითობის პრინციპით ალაგებს.

საქართველოში ჩინური ავტომობილების პოპულარობის ზრდაზე BMG-სთან გასული თვის ბოლოს, საქართველოში ჩინეთის საელჩოს მრჩეველმა, ჭაო ჩუანმა ისაუბრა. ჩინელი დიპლომატი საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტის ზრდას იმ ტექნოლოგიურ უპირატესობას და ხარისხისა და ფასის თანაფარდობას უკავშირებს, რომლითაც ჩინეთში წარმოებული ავტომობილები და ელექტრომობილები სხვებისგან გამოირჩევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები