მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური ავტომწარმოებელი Geely უკრაინის "შავ სიაში" აღმოჩნდა

649aa830d59bb
გიორგი თოლორდავა
27.06.23 17:17
723
უკრაინის მთავრობამ ჩინური ავტომწარმოებელი კომპანია Geely ე.წ. „შავ სიაში“ შეიყვანა. ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებით, ომის დაწყების მიუხედავად, Geely-ს რუსეთში ავტომობილების გაყიდვა არ შეუწყვეტია, უფრო მეტიც, მან წლიურად რუსეთის ბაზრიდან მიღებული შემოსავლები გააორმაგა.

როგორც უკრაინული მხარე ამტკიცებს, ჩინური კომპანია მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას და ის ხელს უწყობს დასავლური სანქციების აღსრულების პროცესს, რადგან ევროკავშირმა რუსეთში ავტომობილების ექსპორტი შეზღუდა, თუმცა Geely-მ ამ შესაძლებლობით ისარგებლა და რუსეთის ბაზრის აქტიურად ათვისება დაიწყო.

სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში უკრაინა ჩინურ კომპანიას და მის მმართველებს სანქციებს დაუწესებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Geely კომპანია Volvo-ს უმსხვილესი აქციონერი და სამართავი პაკეტის მფლობელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები