მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური ენით დაინტერესება წლიდან წლამდე იზრდება - გიორგი ამილახვარი

გიორგი ამილახვარი მიკროფონებთან
BM.GE
31.07.23 17:20
14

გიორგი ამილახვარი - აქტიურად გავაგრძელებთ ერთობლივი პროგრამების შემუშავებას საქართველოს და ჩინეთის უნივერსიტეტებს შორის, რაც მეტ შესაძლებლობებს მისცემს ჩვენს ახალგაზრდებს, რომ გააგრძელონ სწავლა ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში


დღეს გამოქვეყნებულ ერთობლივ კომუნიკეში ხაზგასმულია ხალხთა შორის, კულტურული, მჭიდრო დაახლოება, მათ შორის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კუთხით მჭიდრო თანამშრომლობა, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ჩინეთში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფება. 

მისი თქმით, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ერთობლივი პროგრამების შემუშავებისათვის ქართულ და ჩინურ უნივერსიტეტებს შორის. 

„სტრატეგიული თანამშრომლობის ეტაპზე ღრმავდება განათლების და მეცნიერების კუთხით თანამშრომლობა. დღეს გამოქვეყნებულ ერთობლივ კომუნიკეში ხაზგასმულია ხალხთა შორის, კულტურული, მჭიდრო დაახლოება, მათ შორის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კუთხით მჭიდრო თანამშრომლობა. ქართული და ჩინური ენების სწავლების გაძლიერების მიმართულებით, როგორც საქართველოში, ისე ჩინეთში. ასევე, კვლევით ინსტიტუტებს შორის ერთობლივი კვლევების დაგეგმვა. ბუნებრივია, ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ და დავიწყებთ მუშაობას ერთობლივი პროგრამების შემუშავებისათვის როგორც ქართულ, ასევე ჩინეთის უნივერსიტეტებს შორის, რაც ბუნებრივია, მეტ შესაძლებლობებს მისცემს ჩვენს ახალგაზრდებს, რომელთა რიგებშიც ჩინური ენით დაინტერესება წლიდან წლამდე იზრდება, რომ გააგრძელონ სწავლა ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ჩინეთის მხარესთან აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.