მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური EVERGRANDE რეკორდულ $81-მილიარდიან ზარალზეა

64b6aea01daf6
გიორგი თოლორდავა
18.07.23 23:00
1656
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია Evergrande-ი რეკორდულ $81-მილიარდიან ზარალზეა, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელს წარმოადგენს.

ამ ზარალის მოცულობაზე კოლოსალური Evergrande-ის ვალის მოცულობაა, რომელიც 350 მილიარდ დოლარს შეადგენს, ამ მაჩვენებლით ჩინური სამშენებლო კომპანია მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. ეს იმდენად აბსურდული მაჩვენებელია, რომ ამ კომპანიის ვალის მოცულობა ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს აღწევს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ Evergrande-ის აქტივების მოცულობა 256 მილიარდ დოლარს შეადგენს, ანუ ტექნიკური თვალსაზრისით, კომპანია გადახდისუუნაროა, თუმცა ის იმდენად დიდი და მნიშვნელოვანია, რომ მის გაკოტრებას და კოლაფსს ჩინეთის მთავრობა უბრალოდ ვერ დაუშვებს.

1996 წელს დაფუძნებული კომპანია ჩინეთის მასშტაბით 1,300-ზე მეტ მსხვილ პროექტს და მილიონობით საცხოვრებელ თუ კომერციულ ფართს ფლობს. ჩინეთის მასშტაბით უძრავი ქონების სექტორში განხორციელებული პროექტების თითქმის ნახევარი სწორედ Evergrande-ზე მოდის, ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ის ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

Evergrande-ისთვის კრიზისი პანდემიის შემდეგ დაიწყო, როდესაც უძრავი ქონების გაყიდვები მკვეთრად დაეცა, კომერციული ფართების გაქირავების მაჩვენებელი კი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. მართალია, ამ პრობლემის წინაშე მსოფლიოს სხვა კომპანიებიც აღმოჩნდნენ, თუმცა Evergrande-ის მსგავსი მოცულობის ვალი არცერთ სხვა კომპანიას არასოდეს ჰქონია, რისკების არასათანადო მენეჯმენტმა კი დეველოპერული ტიტანი გაკოტრების ზღვარზე მიიყვანა.

პანდემიური პერიოდიდან მოყოლებული, Evergrande-ის ხელმძღვანელობა და ჩინეთის მთავრობაც კომპანიის გადარჩენას ცდილობენ, ეს 81 მილიარდი დოლარი კი სწორედ ის ფასია, რომლის გადახდაც თავად ქვეყნის მოსახლეობას მოუწევს.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები