მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური ინვესტიცია ანაკლიის პორტში - ვინ ააშენებს სახელმწიფოსთან ერთად პორტს?

ჩინელი ინვესტორები ანაკლიის პორტში - ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში სახელმწიფოს პარტნიორი სავარაუდოდ ჩინური ჰოლდინგი ხდება. სახელმწიფო კონგლომერატ Сhina Communication Construction-ის და China Harbor Investment-ის მონაწილეობის შექმნილი კონსორციუმი ერთადერთი იყო, რომელმაც ინვესტორის შესარჩევ კონკურსში საბოლოო წინადადება წარადგინა და როგორც დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა თქვა, დიდი შანსია, რომ გამარჯვებულადაც გამოცხადდება. აღსანიშნია, რომ ანაკლიის პორტის სავარაუდო ინვესტორი ჩინური კონსორციუმის შვილობილი კომპანიები აშშ-ის მიერ არის სანქცირებული. დღეს ლევან დავითაშვილმა განმარტა, რატომ გამოეთიშა პროცესს მეორე მონაწილე ლუქსემბურგულ-შვეიცარიული კომპანია. მისი თქმით, მათთვის სახელმწიფოს 51%-იანი ჩართულობაც არასაკმარისი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები