თითქმის ერთი თვეა უკვე ვიცით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის გამოვლენის საერთაშორისო კონკურსში საბოლოო წინადადება მხოლოდ ერთმა, ჩინურ-სინგაპურულმა [China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური)] ჰოლდინგმა წარადგინა. მაშინ ითქვა, რომ ვინაიდან განაცხადი სრულყოფილად იყო შევსებული, რამდენიმე დღეში სწორედ ეს კონსორციუმი გამოცხადდებოდა გამარჯვებულად.
გუშინ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გვითხრა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორად ჩინური კონსორციუმის გამოცხადებას კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება. BMG-ის კითხვაზე, რატომ გვიანდება პროცესი, დავითაშვილმა განმარტა, რომ ეს დრო დიალოგს და საკითხების დაზუსტებას სჭირდება, რათა ინვესტორის წინადადება სრულ შესაბამისობაში იყოს სატენდერო მოთხოვნებთან.
არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო იდეა ჩინეთის და ჩინური გავლენების შესახებ კონფერენციას გეგმავს.
სტუმარი: თინა ხიდაშელი - "სამოქალაქო იდეას" თავმჯდომარე;
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;