უმსხვილეს ამერიკულ კომპანია Boeing-სა და ჩინურ ავიაკომპანიებს შორის 500 თვითმფრინავის შესყიდვაზე მიმდინარე მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის გარიგება ორ მხარეს შორის 2017 წლის შემდეგ აღარ დადებულა. ჯერჯერობით, უცნობია, რომელი ტიპისა და რა მოცულობის სამგზავრო თვითმფრინავებს იყიდიან ჩინური კომპანიები. არც ის არის ცნობილი, თუ რამდენ ხანში უნდა მიაწოდოს Boeing-მა დამკვეთებს თვითმფრინავები.
არ არის გამორიცხული, ამერიკულ და ჩინურ კომპანიებს შორის დადებული გარიგება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო შეთანხმების ნაწილი იყოს. როგორც ცნობილია, ჩინურ ბაზარზე Airbus-ი უკვე მრავალი წელია დომინირებს, შესაბამისად, მსგავსი გარიგება ამერიკული Boeing-ის პოზიციებს სერიოზულად გაამყარებს.




























