მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური კომპანიების 700-მდე დასაქმებული გაუმჯობესებული პირობებით იმუშავებს - პროფკავშირი

6412ff9012aba
ვიქტორია მღებრიშვილი
16.03.23 15:44
1405
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა და ჩინურმა კომპანიამ ,,გუიჯოუ ჰაივეი ენჯინიარინგ გრუფ კომ”, რომელსაც ავტობანის მშენებლობაზე 700-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული, კოლექტიური ხელშეკრულება გააფორმეს. ინფორმაციას პროფკავშირები ავრცელებენ.

საქმე ის არის, რომ 13 მარტს, მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად, უბისა-შორაპნის მონაკვეთის მეათე კილომეტრზე გზის სექცია ჩამოიშლის შემდეგ რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა განცხადება გაავრცელა. მათი ცნობით, 14 მარტს ჩინურ კომპანია - China Road and Bridge Corporation-სთან, რომელსაც ავტობანის მშენებლობაზე 700-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მოლაპარაკებები დაიწყო.

პროფკავშირის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამსაქმებელი დასაქმებულებს შრომით პირობებს გაუუმჯობესებს. კერძოდ, შრომით ხელშეკრულებებს კანონთან შესაბამისობაში მოიყვანს, შრომის პირობებს კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდის, ზეგანაკვეთურად ნამუშევარ საათებს გაზრდილი ტარიფით აუნაზღაურებს და სახელფასო ანაზღაურებასაც მოუმატებს. შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები მხარეებმა ხელმოწერებით დაადასტურეს.

„კომპანიაში დაგვპირდნენ რომ გაუმჯობესდება სამუშაო პირობები და გაიზრდება ხელფასი. ორშაბათიდან ხელშეკრულების პირობების ცვლილებაზე ჩვენი და კომპანიის იურისტები იმუშავებენ. დასაქმებულები ხელფასებს სხვადასხვა პოზიციის მიხედვით დღიურად იხდიან და მათი დაპირებით ხელფასები 10%-ით გაიზრდებიან. ჯერ მუშა პროცესში ვიმყოფებით და დეტალები მომავალ კვირას დაზუსტდება“, - განუცხადა bm.ge-ს პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები