მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური NIO $3-მილიარდიანი საინვესტიციო რაუნდის გამართვას გეგმავს

NIO

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ელექტრომობილების მწარმოებელი ჩინური კომპანია Nio ინვესტორებისგან $3 მილიარდის მოცულობის ინვესტიციის მოძიებას გეგმავს, რაც ანალიტიკოსების შეფასებით, კომპანიის ფინანსურ გამართულობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს აჩენს. Bloomberg-ის ინფორმაციით, შანხაიში დაფუძნებული კომპანიის აღმასრულებლებმა ინვესტიციების მოზიდვას ახლო აღმოსავლეთიდან ცდილობენ, რისთვისაც ადგილობრივ ინვესტორებს უკვე დაუკავშირდნენ.

ჩინური კომპანიის განმარტებით, ამ ეტაპზე, დამატებითი კაპიტალის მოზიდვა არ იგეგმება, გარდა სადეპოზიტო სერტიფიკატების $1-მილიარდიანი ემისიისა, რომლის შესახებაც კომპანიამ ამ კვირას განაცხადა. ამასთან, ცოტა ხნის წინ, Nio-მ საკუთარი აქციების წილი დათმო, რის სანაცვლოდაც არაბული CYVN Holdings-ისგან $738 მილიონი მოიზიდა.

კომპანიის ამ განცხადების მიუხედავად, ჩინური ავტომწარმოებლის მიმართ, როგორც ჩანს, ნეგატიური სენტიმენტი აქვთ ინვესტორებს. 2014 წელს დაფუძნებული კომპანია მოგებიანი ჯერაც არ არის და ამ დრომდე, ფულის წვისა და კომპანიის ზრდის რეჟიმში იმყოფება. წინა კვარტალში, კომპანიამ მოსალოდნელზე დიდი წაგება დააფიქსირა, რომელმაც $800 მილიონს გადააჭარბა. პარალელურად ამისა, ერთწლიან ჭრილში, კომპანიის აქციები 13%-ითაა გაიაფებული. დღეს, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $15.2 მილიარდს შეადგენს და ამ მაჩვენებლით, უმსხვილესი ავტომწარმოებელი კომპანიების რეიტინგში ის 26-ე ადგილს იკავებს.

ჩინური Nio საშუალოშემოსავლიან სეგმენტზე გათვლილ ელექტრომობილებს აწარმოებს, მაგრამ თან, ელექტოდამტენების ინფრასტრუქტურასაც ავითარებს. პარალელურად ამისა, 2023 წლის რვა თვეში, Nio-მ მხოლოდ 95 ათასამდე ავტომობილი გამოუშვა, რაც საპროგნოზო წარმადობის მხოლოდ 37%-ს შეადგენს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები