მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინური Pop Mart-ი მიწოდების ჯაჭვს გლობალურად აფართოებს

labubu

სათამაშოების ჩინურმა მწარმოებელმა Pop Mart-მა განაცხადა, რომ გლობალური მოთხოვნის სწრაფი ზრდის ფონზე მიწოდების ქსელის გასაფართოებლად წარმოება მექსიკაში, კამბოჯასა და ინდონეზიაში დაამატა.

Pop Mart, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია კბილებიანი თოჯინით Labubu, საკუთარ ქარხნებს არ ფლობს და ადგილობრივ საწარმოო პარტნიორებთან თანამშრომლობს. კომპანიის განცხადებით, პარტნიორებზე დაფუძნებული ეს ქსელი წარმოების მოცულობას გაზრდის და ახალი პროდუქტების გლობალურ ბაზრებზე ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებიათ.

„ეს არის სტრატეგიული ნაბიჯი ჩვენი მიწოდების ჯაჭვის გაფართოებისა და გაძლიერებისთვის, რათა გავაუმჯობესოთ მდგრადობა, ეფექტიანობა და მომხმარებელთა მომსახურება,“ - ნათქვამია Pop Mart-ის ორშაბათის განცხადებაში.

აქამდე კომპანიის ყველა საწარმოო ბაზა ჩინეთსა და ვიეტნამში იყო განთავსებული. ახალი გაფართოება მოჰყვა Labubu-ს გამორჩეულ წარმატებას 2025 წელს, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა Pop Mart-ის ე.წ. “ბრმა ყუთის” კოლექციური სათამაშოების მოთხოვნა, ჩინეთიდან და იაპონიიდან დაწყებული, აშშ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამდე.

Pop Mart აგრესიულად შედის აშშ-ის ბაზარზე და გეგმავს მიმდინარე წელს ათეულობით ახალი მაღაზიის გახსნას, არსებულ 60 ობიექტთან ერთად. ბრენდი ერთ-ერთ იშვიათ ჩინურ სამომხმარებლო წარმატებად ითვლება საერთაშორისო ბაზრებზე.

აგვისტოში კომპანიამ განაცხადა, რომ წარმოების სიმძლავრეებს მნიშვნელოვნად ზრდიდა, რბილი სათამაშოების თვის გამოშვება დაახლოებით 30 მილიონ ერთეულს აღწევს, რაც 2024 წელთან შედარებით ათჯერ მეტია.

Pop Mart-ის აქციებმა სამშაბათს 199.50 ჰონკონგური დოლარით დახურეს ვაჭრობა, რაც დაახლოებით 40%-ით ნაკლებია აგვისტოს პიკთან შედარებით. ინვესტორებს შფოთავენ იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება Labubu-ს ბუმი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები