მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინური საფონდო ბირჟა მკვეთრად ეცემა

ჩინური საფონდო

ჩინურ საფონდო ბირჟებზე დაღმასვლის მკვეთრი ტენდენცია გრძელდება - CSI 300 ინდექსი, რომელიც შანხაის საფონდო ბირჟაზე დალისტულ უმსხვილეს კომპანიებს აერთიანებს, 2019 წლის მინიმალურ ნიშნულამდე დაეცა, რაც ერთწლიან პერიოდში 24%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

ანალოგიური ვითარებაა სხვა ძირითად ჩინურ ინდექსებთან მიმართებითაც, მაგალითად, Hang Seng Index-ის ვარდნის მაჩვენებელი 30%-ს აღწევს.

ჩინური საფონდო ბირჟის არასახარბიელო შედეგები ქვეყნის ეკონომიკური პრობლემებითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, საწარმოო ინდექსი ნახევარი წელია თითქმის ყოველთვიურად ეცემა; დეფლაციის პრობლემა უკვე სერიოზულ გამოწვევად იქცა და, რაც მთავარია, ქვეყნის სამშენებლო-დეველოპერული სექტორი კოლაფსის პირასაა, რომელმაც, შესაძლოა, საბანკო-საფინანსო სექტორიც ქვესკნელში ჩაიყოლოს.

მოგეხსენებათ, ჰონგ-კონგის სასამართლომ ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო და უმსხვილეს ჩინურ სამშენებლო კომპანიას, Evergrande-ს აქტივების ლიკვიდაცია დაევალა.

ეკონომიკაში ასეთი რისკების დაგროვებას, ბუნებრივია, ინვესტორები პოზიტიურად არ იღებენ, რის გამოც ვხედავთ, რომ ჩინურ კომპანიებსა და ფასიან ქაღალდებში ინვესტიციის ჩადების სურვილი სულ უფრო ნაკლებ ადამიანს აქვს, ეს კი ძირითადი ინდექსების ვარდნას იწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები