მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური SMIC-ის ბაზრის წილი იზრდება - ჩინურმა კომპანიამ მე-3 ადგილზე გადაინაცვლა

SMIC

მიკროჩიპებისა და ნახევარგამტარების ჩინური სახელმწიფო კომპანია Semiconductor Manufacturing International-ი, იგივე SMIC-ი შემოსავლის გენერირებას აგრძელებს. გლობალური კვლევითი ორგანიზაციის, Counterpoint Research-ის დათვლებით, 2024 წლის პირველ კვარტალში SMIC-ის ბაზრის წილი 6%-მდე გაიზარდა, ანუ ჩინურმა კომპანიამ ამერიკულ GlobalFoundries-სა და ტაივანურ UMC-ის გადაუსწრო.

თუმცა SMIC-ის მიერ დაკავებული 6%-იანი შედეგი არაფერია იმ ბაზრის წილთან, რომელსაც ამ რეიტინგის პირველ და მეორე ადგილზე მყოფი კომპანიები - ტაივანური TSMC და კორეული Samsung-ი იკავებენ. ტაივანური კომპანია ბაზრის უდიდესი მოთამაშეა, რომელზედაც 62%-იანი წილი მოდის, ხოლო Samsung-ის ბაზრის წილი 13%-ია.

ჩინური SMIC-ის აღმასვლა პირდაპირ უკავშირდება მიკროჩიპებისა და ნახევარგამტარების მიმართ ჩინეთში არსებულ მოთხოვნას, რომელმაც, ბოლო პერიოდში, ზრდა განაახლა. 2024 წლის პირველ კვარტალში, SMIC-მა $1.75 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც 19.7%-ით მეტია და ამ ზრდის 80%, სწორედ ჩინეთზე მოდის. SMIC-ის მიკროჩიპებს ვხვდებით, როგორც ავტომობილებში, ასევე სმარტფონებში, კომპიუტერებში და სხვადასხვა ჭკვიან მოწყობილობებში. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, ჩინური კომპანია შემოსავლის 7%-იან ზრდას პროგნოზირებს.

ჩინეთზე, მოგეხსენებათ, მიკროჩიპების გლობალური მოთხოვნის ნახევარი მოდის, რაც იმითაა განპირობებული, რომ სხვადასხვა ტიპის ჭკვიანი მოწყობილობების ქარხნები სწორედ ამ აზიურ ქვეყანაში მდებარეობს. ამგვარად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული SMIC-ი მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ იარაღად ითვლება, რომელსაც ჩინეთის სხვა მაღალტექნოლოგიურ სახელმწიფოებზე დამოკიდებულების შემცირება შეუძლია. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ SMIC-ი აშშ-ის მიერ სანქცირებული კომპანიაა, ანუ ამ კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობის დასაჭერად ამერიკულ კომპანიებს სახელმწიფოს სპეციალური ნებართვა სჭირდებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები