მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური ქსელი, ჩინური TikTok-ი ევროპაში სამ ახალ დატაცენტრს გახსნის, - ამის შესახებ მთავრობასთან ურთიერთობის და საჯარო პოლიტიკის მიმართულებით კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი, ტეო ბერტრამი წერს.
ამ დრომდე, TikTok-ს ევროპაში ერთი დატაცენტრი ჰქონდა, რომელიც ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში მდებარეობდა, მაგრამ ამიერიდან, ამ სიას კიდევ ორი დატაცენტრი შეემატება - ერთი კვლავ დუბლინში განთავსდება, ხოლო მეორე ნორვეგიის მუნიციპალიტეტ ჰამარში.
ჩინური კომპანიის მიერ ახალი დატაცენტრების გახსნა კომპანიის ევროპელი მომხმარებლების მონაცემების ევროპაში შენახვისა და დამუშავების გადაწყვეტილებას ეხება, რომელსაც კომპანიას ევროკავშირის მიერ მიღებული “მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია” ავალდებულებს. თუმცა, არც ის დამოკიდებულება უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც ევროპელ კანონმდებლებს ჩინური კომპანიის მიმართ აქვთ.
კომპანიის ინფორმაციით, ევროპაში, TikTok-ს ყოველთვიურად აქტიური 150 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.