სოციალური ქსელი TikTok-ი პირველი არასათამაშო აპლიკაცია გახდა, რომლის მომხმარებლების გლობალურმა დანახარჯმა $10 მილიარდს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
data.ai-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კი ამ დრომდე მომხმარებლის მიერ დახარჯული თანხით, $10-მილიარდიანი ნიშნულს მხოლოდ ოთხმა აპლიკაციამ მიაღწია, საიდანაც ოთხივე თამაშია: Candy Crush Saga, Honor of Kings-ი, Monster Strike-ი და Supercell’s Clash-ი.
აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილთაგან ლიდერი Candy Crush-ია, მომხმარებლების მიერ დახარჯული $12 მილიარდით, თუმცა, მოსალოდნელია, რომ TikTok-ი პოპულარული თამაშის შედეგებსაც გააუმჯობესებს.
„TikTok მზად არის, გახდეს ყველაზე მაღალშემოსავლიანი მობილური აპლიკაცია, ის, სავარაუდოდ, 2024 წლისთვის $15 მილიარდს მიუახლოვდება. მომხმარებლები დღეში 11 მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავენ თავიანთი საყვარელი კონტენტის შემქმნელებისთვის. ამასთან, "ტიკტოკერები“ 2024 წლისთვის აპლიკაციაში ყოველთვიურად საშუალოდ 40-საათიან სამუშაო კვირას გაატარებენ – 23%-ით მეტს, ვიდრე 2023 წელს", - თქვა data.ai-ს ინსაიტების ხელმძღვანელმა ლექსი სიდოუმ.
data.ai-ის მონაცემებით, TikTok-ის აპლიკაციების შიდა გაყიდვებიდან ყველაზე პოპულარული $19.99-ის ღირებულების 1,321 მონეტისგან შემდგარი ნაკრები იყო, რომელმაც აპის შიდა შემოსავლის დაახლოებით მეოთხედი შეადგინა.