მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩინური ვალის მახე“ და სტრატეგიული რისკები - ეკონომისტი ევროკომისიის ანგარიშს აფასებს

ჩინური ვალის მახე

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშში საქართველოსთან მიმართებით აღნიშნულ რუსეთსა და ჩინეთზე მზარდი დამოკიდებულების რისკებთან დაკავშირებით, ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი ამბობს, რომ ანგარიშის ავტორები ფრთხილ ენას იყენებენ. ამასთან მისი შეფასებით, რეალური რისკები არსებობს.

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშში ნახსენებია - რუსეთსა და ჩინეთზე მზარდი დამოკიდებულების რისკები, ევროკომისიის მოსაზრებით, ევროკავშირთან შემდგომი დაშორების საფრთხის შემცველია. საკითხი ეკონომიკური უსაფრთხოების კონტექსტში განიხილება, რომლებიც ბაზრის გამჭვირვალობას და მესამე ქვეყნების ოპერატორებზე შესაძლო სტრატეგიულ დამოკიდებულებას უკავშირდება, განსაკუთრებით კრიტიკული ინფრასტრუქტურის შემთხვევაში.

"საქმის კურსთან" აღნიშნულ თემაზე საუბრისას ეკონომისტი ე.წ. "ჩინური ვალის მახეს" საუბრობს, რა დროსაც კერძო ინვესტიციების და წმინდა საბაზრო სტიმულებზე დამყარებული თანამშრომლობების ნაცვლად, ქვეყანაში შემოდის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სესხები ძვირადღირებული და საკვანძო ინფრატრსუქტურული პროექტებისთვის; იმ შემთხვევაში კი როდესაც ქვეყნები ვალის გადახდას ვერ ახერხებენ, ჩინეთი მათზე სტრატეგიულ და პოლიტიკურ კონტროლს ამყარებს. ის მიიჩნევს, რომ ჩინურ ფინანსებსა და ინვესტიციებზე ზედმეტი დამოკიდებულება, საქართველოს შემთხვევაშიც, სწორედ ქვეყნის სუვერენულ რისკებს ზრდის.

„ჩინეთიც და რუსეთიც ეკონომიკურ ურთიერთობებს სტრატეგიულად იყენებენ იმისთვის, რომ გააფართოონ თავიანთი გავლენა სხვა და სხვა ქვეყნებში და რეგიონებში და ეს „ჩინური ვალის მახეც“ ცნობილი ფენომენია. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ყველა ქვეყანა ცდილობს იმავეს, მაგრამ დასავლური სამყარო — ამერიკა, ევროპა, იაპონია, ავსტრალია და ა.შ. ეყრდნობა ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას და იმ ღირებულებებს, რომლებიც ჩვენთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი. რუსეთი და ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტიკა და ქმედებები კი ეფუძნება ავტორიტარულ ღირებულებებს და ადამიანის ინდივიდუალური თავისუფლების შეზღუდვას - ეს უნდა ვაღიაროთ, როგორც კონტექსტი“, – ამბობს ბედინეიშილი „ საქმის კურსთან“ ინტერვიუში და დასძენს: "ეგზისტენციალურ საფრთხეს ვერ ვხედავ ამ სიტუაციაში. თუმცა, პოტენციური საფრთხე არსებობს და ამ საფრთხის სერიოზულად დანახვის ალბათობა ძალიან დაბალია ამ ხელისუფლების პირობებში.“

ეკონომისტი აღნიშნავს, რომ ნებისმიერ ქვეყანასთან ეკონომიკურ ურთიერთობას ჩვენი გრძელვადიანი, სტრატეგიული მიზნების სასარგებლოდ უნდა ვიყენებდეთ, თუმცა, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება არის თავისი განწყობით და არსით ანტიდასავლური მმართველი გუნდის ხელში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები