ჩინურმა ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა DeepSeek-მა ხუთშაბათს გამოუშვა განახლებული მოდელი DeepSeek-V3.1, – ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.
კომპანიის WeChat-ზე გავრცელებული განცხადების თანახმად, ახალი ვერსია გამოირჩევა ჰიბრიდული დასკვნის სტრუქტურით, უფრო სწრაფი აზროვნების სიჩქარით და გაძლიერებული აგენტის შესაძლებლობებით.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 6 სექტემბრიდან კომპანია ასევე შეცვლის API-ის გამოყენების ღირებულებას, რომელიც სხვა აპლიკაციებისა და ვებ პროდუქტების დეველოპერებს საშუალებას აძლევს, საკუთარი პროდუქტები DeepSeek-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელებთან დააინტეგრირონ.




























