მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩირინა” აზერბაიჯანში წარმომადგენლობას ხურავს

5fe9b5de6c84d
ლიკა გურაბანიძე
28.12.20 23:00
1760

“აზერბაიჯანში წარმომადგენლობა გავხსენით, თუმცა ალბათ მას იანვარში დავხურავთ იმიტომ, რომ ვირუსის გამო იქაც მკვეთრი, უარყოფითი ცვლილებებია”, - ამის შესახებ “ჩირინას” დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ “საქმიან დილაში” განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს აზერბაიჯანის ბაზარზე კომპანიის ოპერირება არაეფექტურია.

“სარესტორნე ბიზნესი აზერბაიჯანშიც დაიხურა, ხალხი მაღაზიებში ფულს აღარ ხარჯავს. ყველა ქვეყანა ცდილობს ჩაკეტოს და იმპორტირებული პროდუქცია არ მიიღოს და საკუთარი წარმოების ხარჯზე დარჩეს", - განმარტა ვაშაკიძემ.

“ჩირინას” დამფუძნებლის თქმითვე, მთავრობამ ქართულ კომპანიებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მხარი უნდა დაუჭიროს.

“ის პროექტები, რომელშიც სახელმწიფო ინვესტიციებს ახორციელებს, მაგალითად როგორიცაა “დანერგე მომავალი” ან “აწარმოე საქართველოში”, თუ სახელმწიფო ამასთან ერთად ქართული წარმოების პროდუქციის ლობირებას არ მოახდენს, ეს გადაყრილი ფული იქნება. ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ პროდუქცია, მაგრამ ვერ გავყიდოთ.” - განმარტა რევაზ ვაშაკიძემ.