მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩირინა“: ყოველთვიურად სომხეთში 200-250 ტონა ხორცის ექსპორტს ვახორციელებთ

612bafa3d77fa
თამთა ჯიჯავაძე
29.08.21 18:31
3024
ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ სომხეთში თვიურად 200-250 ტონა ხორცის ექსპორტს ახორციელებს. ამის შესახებ bm.ge-ს „ჩირინას“ დირექტორის მოადგილე ქეთი ვაშაკიძემ განუცხადა. მისი თქმით, კომპანიის მიზანია, მეზობელ ქვეყანაში თვეში პროდუქციის რეალიზაცია 300 ტონამდე გაზარდოს.

„სომხეთში ექსპორტზე როგორც გაყინული, ასევე ნედლი ქათამი გაგვაქვს. ნახევარ წელზე მეტია, რაც ამ ქვეყანაში ექსპორტს ვახორციელებთ, თვიურად, დაახლოებით, 200-250 ტონა ხორცი გაგვაქვს, თუმცა ჩვენი მიზანია, აღნიშნულ ბაზარზე კიდევ უფრო გაიზარდოს ჩვენი წარმომადგენლობა. კერძოდ, გვსურს, რეალიზებული ხორცის რაოდენობა თვიურად 300-350 ტონამდე გავზარდოთ“, - განაცხადა ქეთი ვაშაკიძემ.

მისივე თქმით, „ჩირინა“ აქტიურად მუშაობს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ექსპორტის დაწყებაზეც.

„მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ იყო ყატარის წარმომადგენელი ჩამოსული“, - აღნიშნა კომპანიის დირექტორის მოადგილემ და დასძინა, რომ ამჟამად „ჩირინას“ ექსპორტის კონცენტრაცია აზერბაიჯანსა და სომხეთშია, თუმცა კომპანიის მიზანს საექსპორტო ბაზრების გაფართოება წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები