მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩირინა” ზეთის წარმოებას იწყებს და ფერმერებს მზესუმზირის წარმოებისკენ მოუწოდებს

კომპანია ჩირინამ კიდევ ერთი მიმართულება დაიმატა. ამჯერად ჩირინას მესვეურებმა გადაწყვიტეს მზესუმზირის ზეთი აწარმოონ, რისთვისაც ქარხანა უკვე აშენებულია და მეტიც, ფერმერებისგან გეგმავენ მზესუმზირის შეძენას, რათა წარმოებისთვის გაწერილი გეგმა., რომ წელიწადში 6 000 ტონა ზეთი იწარმოოს, ამისთვის ნედლეული საკმარისად ჰქონდეთ. 6 000 ტონა ზეთის წარმოება არ არის სახუმარო ამბავი და დროა ფერმერებმა მზესუმზირის მოყვანა დაიწყონ ან ვისაც აქვს, მეტად გააფართოოს.

სტუმარი: რევაზ ვაშაკიძე - "ჩირინას" დამფუძნებელი