ბრიტანეთის საელჩო ახალ ტრადიციას ამკვიდრებს. წელიწადში ერთხელ საელჩო ჩივნინგის პროგრამის მონაწილეებს შეკრებს და ამით მათ მტკიცე ქსელად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. პირველ შეხვედრაზე ჩივნინგის პროგრამაში სხვადასხვა დროს მონაწილე წარმატებული კურსდამთავრებულების თითქმის 100%-იანი დასწრება იყო.