მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩხოროწყუში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტი გამოვლინდა - სეს

სასაკლაო
14.04.26 14:19
306

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"არაგეგმური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი კ. წ. (მის: ჩხოროწყუ, სოფ. ლეწურწუმე) სავალდებულო აღიარებისა და ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე, სასაკლაოს გვერდის ავლით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კლავდა საქონელს.

ადგილზე დაილუქა გაურკვეველი წარმომავლობის, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი.

ფიზიკური პირი დაჯარიმდა და აეკრძალა საქმიანობა სავალდებულო აღიარების, ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და სასაკლაოს მიმართ არსებული საკანონმდებლო მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ცხოველის ხორცი შეიცავს მაღალ რისკს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის და მოსახლეობას აფრთხილებენ: "არ შეიძინოთ საეჭვო წარმომავლობის ხორცი, რომელსაც არ აქვს ჯანმრთელობის ნიშანდება (აღნიშვნა, რომელიც დასმულია ცხოველის ტანხორცზე და მიუთითებს, რომ გაიარა დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი შემოწმება და დაიკლა ვეტერინარის ზედამხედველობით). მომხმარებელს აქვს უფლება, სარეალიზაციო ობიექტში მოითხოვოს ვეტერინარული შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტი - ფორმა 2".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები