მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს - სეს

ფრინველების სასაკლაო
02.09.26 12:22
285

გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. სეს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირი გ. ს.-ის და ინდივიდუალური მეწარმე ვ. ხ.-ის (მისამართი: გორი, სოფელი კარალეთი) კუთვნილი ფრინველთა სასაკლაოები.

"ინსპექტირების შედეგად ობიექტებზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ორივე ბიზნესოპერატორი ფრინველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კლავდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ", - ნათქვამია სეს-ის გავრცელებულ პრესრელიზში.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და ბიზნესოპერატორებს კანონმდებლობით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები