ჩოხატაური-ბახმაროს გზის 26-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
" შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე კლდის მასის ჩამოშლის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია სოფ.ქვაბღაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის გზით, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.